ამერიკაში მცხოვრები ექიმები ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის – მედიკოსების მიმართვა პრეზიდენტს

ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა ქვეყნის ფარგლებს გასცდა. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმები მოძრაობაში ერთიანდებიან და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ.

მედიკოსები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებლის პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული პერსპექტივის გზაზე, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ შეიწყალოს მედიამენეჯერი და რეალური წვლილი შეიტანოს 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაში.

წერილს, სადაც “მთავარი არხის” დამფუძნებლის სრული მხარდაჭერაა გამოხატული, შეერთებულ შტატებში მოღვაწე 25 ექიმი აწერს ხელს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share