საქართველოს პრეზიდენტი რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში ჩადენილ სიასტიკეს “ტვიტერზე” ეხმიანება. საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ რუსებმა უკრაინელ ტყვეს თავი მოაჭრეს.
“შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული.
კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.
საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით!” წერს სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე”