რუსეთი პროგრესს ებრძვის და არა კორუფციას, ნეპოტიზმს, ნაძირლობას..ნუ გეშინიათ რუსული ტანკების”

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრტი და FRANCE AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი მსოფლიოში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
”იყავით მშვიდად!
ნუ გეშინიათ იმის, რომ რუსეთი ტანკებით გადათელავს საქართველოს.
მან, ეს საშინელება უკვე ჩაიდინა მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა პროგრესული განვითარების გზაზე იდგა და აღმშენებლობა მიმდინარეობდა. როდესაც საქართველომ თავისი რეფორმებით უკან ჩამოიტოვა ყველა განვითარებადი ქვეყანა და ღირსეულად დაიმკვიდრა თავი ცივილიზებულ სამყაროში.
რუსეთი პროგრესს ებრძვის და არა კორუფციას, ნეპოტიზმს, ნაძირლობას, სილაჩრეს და ერს – ბაბაიას!
მათ, ვინც მიშას ჯიბრზე, ღლედ დარჩენა ამჯობინეთ და ნიანგის ცრემლებით მოსთქვამთ უკრაინაში მებრძოლ ქართველ გმირებზე “საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი”-ო, გეტყვით, რომ გმირები არასოდეს იკარგებიან. იკარგებიან მხოლოდ თქვენნაირი მშობლებისა და პაპა-ბებიების გაზრდილი შვილები. იკარგებიან – ნარკოტიკის წუმპეში; ალკოჰოლის მორევში; ღამის კლუბებში; უბნის ბირჟებზე და იკარგებიან, ღირსება აყრილი ხელისუფლების იდეოლოგიაში. დიახ, იკარგებიან უგზო-უკვლოდ, რადგან ისინი იდეალების გამო არ კვდებიან. ისისნი თავად ხებიან მოძალადეები და მკვლელები!
“აბა ომი გინდათო?!”
დიახ მინდა! მინდა რადგანაც მონად გაზრდილი შვილის მამობას, სამშობლოსთვის თავგანწირული შვილის მამობა მირჩევნია!
ათას – ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს, მდინარაძეს და სხვა მათ მსგავსთა შვილობას, ერთი -ელიავას; ერთი – დომენიკ მანგოს და ერთი – “საყურიანი ” ნიკუშას მამობა მირჩევნია!” – წერს ნუგზარ სულაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share