აღდგომის ღამე ზღვისპირა ქალაქში – ბათუმში აქცია მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან.
აქციაზე იმყოფება ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც ზვაიდ ცეცხლაძესთან ერთად გასულ წელს, ზუსტად ამ დღეს დებდა ფიცს.
”ზვიად მინდა მივმართო, ბათუმი დგას ამ ფიცის სადარაჯოზე, გავაგრძელებთ ბრძლას და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. მადლობა შენ, ზვიადმა ბათუმიდან დაიწყო მისი მოღვაწეობა და დღეს ჩვენ ვალდებულები ვართ აქ ვიდგეთ. ჩვენ ერთმანეთის იმედი უნდა ვიყოთ. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ”