“რაც დღეს ბაკურიანში ვნახე, ცუდი სიზმარი მეგონა” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს და ღარიბაშვილის ცოლის ტყის მცველების დღევანდელ ქმედებებს ეხმაურება, რომლებიც მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს დღეს თავს დაესხნენ.
მე გავიზარდე ბაკურიანში. რაც დღეს ტელევიზორში ვნახე, ცუდი სიზმარი მეგონა. მოქალაქეთა ჯგუფი არამხოლოდ ტყეში არ შეუშვეს, სადაც ბავშვობაში ზამთარ-ზაფხულ დავიარებოდი, არამედ პოლიციამ ტყესთანაც კი არ მიუშვა.
თან ტიტუშკების ჯგუფი თუთიყუშივით იმეორებდა, ღარიბაშვილმა ღირსება დაგვიბრუნაო. რაც არ ჰქონდათ, რას დაუბრუნებდა?! ნაციონალებმა მეტი წაიღესო. რავიცი, მე ვიყავი ამ ნაციონალების
ლიდერი და რაღაც მიტოვებულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემი ოჯახი ტყისა და მინდორ-ველის გარეშეა დარჩენილი, – წერს მიხეილ სააკაშვილი.