2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704 500 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9 900 კაცით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2024 წელს დადებითი მიგრაციული სალდო (14 386) დაფიქსირდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 121 425 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 50.5 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 34 პროცენტით შემცირდა და 135 811 კაცი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2024 წელს ემიგრაციაში წავიდა საქართველოს 64 594 მოქალაქე.
მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში, იმიგრანტების 85.6 პროცენტი და ემიგრანტების 85.8 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
„საქსტატის“ ცნობით, 2024 წელს, იმიგრანტების 48.2 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 53.2 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.