კოლხური-გურული ოდა და მისი შექმნის ისტორია

კოლხური ოდა დასავლეთ საქართველოში გავრცელებული  საცხოვრებელი სახლის ტიპია, რომელიც ცალკეული ოთახებისაგან შედგება და და არქიტექტურითა და კულტურულ-სოციოლოგიური მნიშვნელობით გამოირჩევა.

სახლის ოდა სახლების ისტორია, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. ამ დროიდან ოდა სახლები სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, რაჭაში, აფხაზეთში, ნაწილობრივ აჭარაშიც გავრცელდა. თავიდან მას შეძლებული გლეხები აშენებდნენ.

ოდა სახლები უმეტესად, ერთი პრინციპით იგებოდა, თუმცა ყველა კუთხეში იმ კუთხისთვის დამახასიათებელი სტილი და არქიტექტორული თავისებრებებით  გამოირჩეოდა.

საჯალაბო სახლისგან განსხვავებით, ოდა არა მიწაზე, არამედ ხიმინჯებზე დგას. თუ საჯალაბო სახლში  ოჯახს ერთ მთლიან სივრცეში უხდებოდა ცხოვრება, ოდაში მისაღები ოთახი ცალკეა, მოსასვენებელო ოთახი და სამზადი ცალ-ცალკე.

ოდა სახლის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ფასადის მხარეს, სახლის მთელ სიგანეზე, ოთახების გასწვრივ არსებული აივანი წარმოადგენს. კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება აივნის მხრიდან კარისა და სარკმელების განლაგების გარკვეული კანონზომიერება იყო – კარი-სარკმელი, ისევ კარი-სარკმელი.

ოდა სახლის მთავარი ღირსება ხის მასალაა, რომელიც მაღალი თბოიზოლაციის თვისებებით გამოირჩევა – ზამთარში ის თბილია, ხოლო ზაფხულში სიგრილეს ინარჩუნებს. ძველი ქართული ოდები ფერებითა და ორნამენტებითაა გაფორმებული.

ამ ტიპის სახლები თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იყო გავრცელებული.

ოდა სახლების ძირითადი მახასიათებლებია:

აშენებულია ხის მასალისგან, უმეტესად მუხისგან.

დგას ქვის ბოძებზე, რაც სახლს ტენიანობისა  და ცხოველებისგან იცავდა.

ოდას აივანი თითქმის ყოველთვის ახლავს და ის სოციალური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი სივრცეა.

სახლის ფორმა მართკუთხა ან კვადრატულია.

აქვს ფართო აივანი (დარბაზი), სადაც ოჯახი დღესასწაულებს აღნიშნავდა და სტუმრებს მასპინძლობდა.

ოდას ბუხრით ათბობენ, დამხმარე ნაგებობებია სამზადი, ნალია და სხვა.

ოდა სახლების ოთახები რაჭაში ერთმანეთისგან ხის დარაბებითაა გამოყოფილი. სტუმრიანობის დროს რაჭველები დარაბების გახსნით წუთებში ახერხებდნენ ინტერიერის შეცვლას და სამი-ოთხი ოთახი სუფრების გასაშლელად ერთიანდებოდა.

დღეისათვის ასეთი სახლები ცოტაა შემორჩენილი, თუმცა სამეგრელოში, გურიასა და მაღალმთიან აჭარაში ოჯახები დღემდე ხის ოდებში ცხოვრობენ და უფრთხილდებიან როგორც კულტურულ მემკვიდრეობას. ზოგიერთი მათგანი 100 წლისაა. ზუგდიდში, სოხუმის 11 ნომერში მდებარე მეგრული ოდა 100 წელზე მეტი ხნისა. ქვის ბოძებზე შემდგარი გრიგოლიების ოდა აბაშაში ას წელზე მეტს ითვლის. დადიანების ოდები განსაკუთრებით საინტერესოა კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით. ამ ძველ ოდებში ხშირად ავეჯიც და საოჯახო ნივთებიც შენარჩუნებულია, რაც მკვლევრებს იმდროინდელი ცხოვრების სტილის შესწავლაში ეხმარება.

ზოგი ოდა დღესაც საცხოვრებლად გამოიყენება, ზოგიც  მუზეუმის სახითაა ფუნქციონირებს.

ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი ტრადიციულ, მეგრულ ოდაშია განთავსებული. კრამიტით დახურული, ქვის ბოძებზე შემდგარი სახლი, უძველესი მეგრული ოდის ნიმუშია.

საქართველოში მყოფი უცხოელი მოგზაურები იოჰან გიულდენშტედტი და დიუბუა დე მონპერე, თავიანთ ჩანაწერებში მეგრული ოდა სახლებს ხშირად აღწერენ.

მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე იყო შვეიცარიელი მოგზაური, რომელმაც საქართველოში და მათ შორის გურიაში 1831-34 წლებში იმოგზაურა.

“მეგრელთა სახლები მაღლობზეა აღმართული, თითქოს ციხესიმაგრის ნიშანია. თითოეულს წინ დიდი აივანი უძღვის, ხოლო შიგნით ერთდროულად ცეცხლს ანთებენ და სტუმრებს მასპინძლობენ.” – წერდა დიუბუა დე მონპერე.

ფოტო: გიორგი ნიკოლავა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share