ვინ და როდის გამოიგონა უთო?

თანამედროვე ადამიანისთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება იცხოვრო ისეთი საჭირო ნივთის გარეშე, როგორიც უთოა. მას საოჯახო ტექნიკაში ალბათ, ყველაზე გრძელი ისტორია აქვს, თუმცა სამწუხაროდ, გამომგონებელის ვინაობა უცნობია.

ვარაუდობენ, რომ უთოს შექმნის ისტორია სათავეს კაცობრიობის დასაბამიდან იღებს, რადგან არქეოლოგების აზრით, ადამიანები გარეული ცხოველების ტყავსაც კი აუთავებდნენ. სანამ ადამიანები რკინის გადნობას ისწავლიდნენ, უთოს როლს მამონტის გაპრიალებული ძვალი ასრულებდა.

რკინის გამოჩენის შემდეგ ტანსაცმლის გასაუთოვებლად ცეცხლზე გაცხელებული რკინის ჯოხის გამოყენება დაიწყეს.  ასეთი ჯოხების დახმარებით ძველი ბერძნები სამოსზე ლამაზ ნაკეცებს აკეთებდნენ. ზოგჯერ ამ მიზნით ცეცხლზე გაცხელებულ ქვებსაც იყენებდნენ. უძველეს ნახატებში ეს პროცესი ასეა ასახული:  ტანსაცმელს ბრტყელ ზედაპირზე აფენდნენ და ზემოდან გაცხელებულ ბრტყელ ქვას ადებდნენ.  ეს მოწყობილობა უთოზე მეტად პრესის მანქანას ჰგავდა.

მოგვიანებით რომაელებმა ტანსაცმლის ნაკეცების გასწორება ცეცხლზე გაცხელებული ლითონის ჩაქუჩით დაიწყეს. ,

ჩაქუჩის შემდეგ უთოს მოვალეობას ცხელი ნაკვერჩხლებით სავსე ტაფა ასრულებდა, თუმცა დაუთავების ეს ხერხი ძალიან მოუხერხებელი იყო – ტაფიდან გამუდმებით ნაპერწკლები ცვიოდა და ტანსაცმელს წვავდა.

ამდენი წვალების შემდეგ, მე -18 საუკუნის შუა წლებში გამოჩნდა რკინის უთო, რომლის შიგნითაც ცხელი ნახშირი ეყარა. იმავე დროს ორთქლის უთოების მასობრივი წარმოება დაიწყო. ნახშირი ამ უთოებშიც ეყარა, თუმცა უთოს თავსახური და ნახშირის გასაღვივებელი რკინის მილი დაუმატეს.

პირველი უთოები რკინის ორნამენტებით მორთული, ძვირადღირებული ნივთები იყო, სიმდიდრის ნიშნად ითვლებოდა და ოჯახში დედიდან ქალიშვილზე გადადიოდა.

 

ამის შემდეგ თუჯისგან დამზადებული წყვილი უთო გამოჩნდა – სანამ ერთი უთო ცხელდებოდა, მეორე უთო აუთავებდა. ასეთი უთოების წონა 1-დან 10 კილოგრამამდე მერყეობდა. ქსელი ქსოვილებისთვის დიდ და მძიმე უთოს იყენებდნენ, თხელი ქსოვილებისთვის კი პატარას. ამ უთოებს მე-20 საუკუნის  60-იან წლებამდე იყენებდნენ, როცა უკვე ელექტრო უთო არსებობდა, თუმცა ელექტროგადამცემი ხაზი ყველა სახლში არ შედიოდა.

XIX საუკუნის ბოლოს გაზის უთოები გამოიგონეს – უთოზე დამაგრებული იყო გაზის ბალონი, რომელიც რკინას საჭირო დონემდე აცხელებდა, მაგრამ ის უკიდურესად საშიში იყო და ბევრი ხანძარი გამოიწვია.

მე-20 საუკუნის დასაწყისში მაღაზიებში სპირტის უთოები გამოჩნდა. ასეთი უთო სპირტის წვით ცხელდებოდა და წინამორბედებზე ბევრად უფრო მსუბუქი და კომფორტული იყო, მაგრამ უფრო ძვირიც ღირდა.

История утюга: История рукоделия в журнале Ярмарки Мастеров

1882 წლის 6 ივნისს ბრიტანელმა ჰენრი სელიმ ელექტრო უთო დააპატენტა. პირველი ელექტროუთოების გამოყენება საკმაოდ სარისკო და სახიფათო საქმე იყო, რადგან ხშირად უთოდან   ადამიანზე დენი გადადიოდა. 1892 წელს მოწყობილობას უსაფრთხოების მიზნით, სპირალი დაუმატეს. ეს მოდელი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მისი პრინციპი საუკუნეზე მეტია არ შეცვლილა.

ასეთი გრძელი გზა გაიარა უთომ იმისთვის, რომ 21-ე საუკუნეში ტანსაცმლის გაუთავება რთული და შრომატევადი საქმე აღარ ყოფილიყო.

Утюг Philips DST7061/30

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share