რუსეთისთვის საქართველო არის ჩოხაში ჩაცმული ეგზოტიკური არსება, რომელიც რუსის გართობას ემსახურება – ხვადაგიანი

“რუსეთისთვის საქართველო არის ჩოხაში ჩაცმული მოცეკვავე, მოქეიფე, ეგზოტიკური არსება, რომელიც ემსახურება რუსის გართობას” – ამის შესახებ “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარმა, ირაკლი ხვადაგიანმა  განაცხადა.

ისტორიკოსის შეფასებით, “ქართული ოცნება” რუსეთის მარიონეტი რეჟიმია, რომელიც საქართველოში ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება.

”რუსეთისთვის საქართველო არის ჩოხაში ჩაცმული მოცეკვავე, მოქეიფე, მორუსულე, ეგზოტიკური არსება, რომელიც ემსახურება რუსის გართობას. ამისი უარყოფა და იმის ხაზგასმა, რომ მიუხედავ იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში ფიზიკურადაც გვანადგურებენ, უზარმაზარი პროპაგანდის და ისტორიის გადაწერის მანქანა მუშაობდა მიუხედავად იმისა, რომ ახლა, თანამედროვე განზომილებაში უფრო მეტი ინსტრუმენტი აქვთ. მათი მარიონეტი რეჟიმი აქ თავისი პრინციპებით ემსახურება მათ ამოცანას, რომ შავზე თეთრი ამტკიცოს. ამ ყველაფრის მიუხედავად, საზოგადოების უმრავლესობას ახსოვს, ვინ არის მტერი და ვის ვებრძოდით”, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share