იმის ნაცვლად, რომ გახარია გამოსულიყო და ეთქვა, რომ დააბეს და საშინელების აღკვეთა ვერ შეძლო, დიდი სიხარულით გახდა პრემიერი – ჩიჩუა

იმის ნაცვლად, რომ გახარია გამოსულიყო და ეთქვა, რომ დააბეს და საშინელების აღკვეთა ვერ შეძლო, დიდი სიხარულით გახდა პრემიერი, – ამის შესახებ  მაკა ჩიჩუამ განაცხადა.

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის თქმით, ვერ დაინახა, რომ გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენები გულწრფელად მოინანია.

”ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზუსტად ის ადამიანია, რომელსაც 20 ივნისს თვალები დაათხრევინა იმ ჯარს. უნდა გამოსულიყო 20 ივნისის შემდეგ და ეთქვა, დამაბეს, გამკოჭეს და მე ვერ შევძელი, რომ ამ საშინელებას წინ აღვდგომოდი და აღმკევეთა. არა, დიდი სიხარულით მოხდა ის, რომ ის გახდა პრემიერ-მინისტრი. ამით წერტილს ვსვამ და არა მრავალ წერტილს. ბევრი კითხვის ნიშანია. მე არ მჯერა ადამიანების, რომლებიც წინა დღეს სახლში შემომივარდებიან, გაუთავებას დამიპირებენ და მერე მეტყვის, რომ არა, არა… ამასაც რომ არ იტყვის. მე ვერ დავინახე მისგან მონანიება”. – განაცხადა მაკა ჩიჩუამ. 

ცნობისთვის, დღეს, 14 აპრილს, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია გამოიკითხა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share