ტრამპს სურს ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა – ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაში მინიმუმ 30 დღით – კელოგი პუტინის 3 დღიან ზავზე

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა, სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის პუტინის იდეას Fox News-ის ეთერში „აბსურდული“ უწოდა.

 „პრეზიდენტს [ტრამპს] სურს მუდმივი, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა – ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაში, ინფრასტრუქტურის ჩათვლით – მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, გახანგრძლივების შესაძლებლობით“, – თქვა კელოგმა.

კელოგის თქმით, უკრაინელები ამისთვის უკვე მზად არიან და ახლა რუსების ჯერია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share