მშობელი ბაღის თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებას ითხოვს
საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მშობლები დაწესებულებებში ბავშვების უფლებების დარღვევაზე, აღსაზრდელთა შევიწროებაზე და ამა თუ იმ ბაღში გარკვეული მშობელთა ჯგუფის პრივილეგირებულობაზე ალაპარაკდნენ:
„ბაღების ბევრ ჯგუფებში ჩნდებიან დამრიგებელთან დაახლოებული მშობელთა წრე, რომლებიც იღებენ პრივილეგიებს, ღონისძიებებში საკუთარი შვილების ჩართულობის თვალსაზრისით, ეს ყველაფერი კი სხვა – ე.წ. „უპატრონო ბავშვების“ იგმორირებისა და ბულინგის ხარჯზე ხდება“ – აცხადებენ „გურიის მოამბესთან“ საუბარში ბავშვტა მშობლები.
დღეს ოზურგეთის მეროს ბაღში გამოშვებაა, აღნიშნული სკოლამდელი დაწესებულება მორიგ თაობას „ემშვიდობება“.
შესაბამისად ადმინისტრაცია ამ მოვლენასთან დაკავშირებით გრანდიოზულ-გამოსაშვებ ღონისძიებას გეგმავს, თუმცა მასში ლ.ჭ მონაწილეობას არ მიიღებს.
მეტიც, ბავშვი, რომელიც ამ ბაღში სამ წელზე მეტია სწავლობს, ამ ღონისძიებაზე არც მივა.
მიუხედავად მშობლების არაერთგზის მცდელობისა, ლ… დათანხმება ვერ მოხერხდა.
მიზეზი-მშობლების თქმით, მასწავლებელთა მხრიდან მათთვის მიუღებელი მშობლების შვილების მიზანმიმართული იგნორირება, დამცირება და ბულინგია.
ლ.ჭ. ერთ ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბავშვიდან, რომლებიც ბაღების დამრიგებლებთან ან დირექციასთან დაახლოებული და პრივილეგირებული მშობელთა წრის მსხვერპლი გახდა.
ნინო თელია „ჩემთვის ეს უდიდესი ტრაგედიაა“
„ის რომ ჩემი შვილი არ იქნება დღეს გამოსაშვებ საღამოზე ჩემთვის ეს უდიდესი ტრაგედიაა. თითქოს არ ვიყავი აქტიური მშობელი, რას ნიშნავს ეს? მე დღიდან ჩემი ბავშვების ბაღში შესვლისა აქტიური ვიყავი და ვაკეთებდი ყველაფერს რაც აუცილებელი და მნიშვნერლოვანი იყო, ასევე შვილებთან ერთად ყველა დავალებებში ვიყავით ჩართულები, თუმცა ეტყობა ოზურგეთის მეორე ბაღში „აქტიურობის“ შესაფასებლად სხვა, ჩემთვის უცნობი კატეგორიები აქვთ“ – რედაქციას მომხდარზე ბავშვის დედა, ნინო თელია ესაუბრება.
ნინოს ოჯახი სოციალურად შეჭირვებულია, მამის გარდაცვალების შემდეგ ის შვილებს დედასთან, ბავშვების ბებიასთან ერთად ზრდის, რომელსაც მეურვის სტატუსი აქვს:
„ერთ მშვენიერ დღეს, ბავშვი ბაღში არ წავიდა, როცა მიზეზი ვკითხე – არაფერი მითხრა, მოვიდა სახლში დამრიგებელი ძიძის დამხმარესთან ერთად, ბავშვი მათ დანახვაზე ისტერიკაში ჩავარდა, დაიწყო ყვირილი, „არ მოხვიდეთ“, „არ დამარტყათ“, მაშინ ვერაფერს მივხვდი, ახლაც არ მინდა ცუდი წარმოვიდგინო დასაშვებ დონეზეც კი. ეს ცოტა ადრე იყო და არ მიმიქცევია სათანადო ყურადღება, თუმცა შემდგომ დავაკვირდი, რომ მთელ რიგი ღონისძიებებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი მზად იყო, მას არ ეძლეოდა მის თანატოლებთან სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა, როცა გამოსაშვები დღის ორგანიზება დაიწყო, ხელმძღვანელობამ მოიფიქრა ასეთი ნომერი, რომ მშობელს, დედას ბავშვთან ერთად უნდა ეცეკვა, ჩვენც ჩავერთეთ რა თქმა უნდა, თუმცა, მორიგ მშობელთა კრებაზე აღმოვაჩინე, რომ რეპეტიციები ჩვენს გარეშე მიმდინარეობდა, როცა ეს გავაპროტესტე, დამრიგებელმა მიპასუხა რომ მან ჩათვალა – თითქოს მე ეს ღონისძიება „არ მაინტერესებდა“ – ვწუხდი, რომ სხვადასხვა დროს ცატარებული ღონისძიებების ამსახველ ფოტოებში, რომელიც პერიოდულად ქვეყნდებოდა ჯგუფის ფეისბუკ გვერდზე, ამ გვერდზე ჩემი შვილის ფოტო არასდროს არ ხვდებოდა, საბოლოოდ – საერთოდ – მშობელთა ფეისბუკ ჯგუფიდანაც კი გამაგდეს“ – ყვება ბავშვის დედა.
„ვიყავი სახალხო დამცველის წარმომადგენელთან, ა(ა)იპის ხელმძღვანელთან (სკოლამდელი აღზრდის ცენტრი), მაკა ჭყონიასთან, მქონდა ელემენტარული მოთხოვნა, თუმცა ამის შემდეგ ჩემზე დაიწყეს სატელეფონო ზარების განხორციელება, უამრავი ადამიანი მირეკავდა, თიტქოს ჩემი საქციელი ბაღის წინააღმდეგ იყო მიმართული, ასეთმა მიდგომამ კიდევ უფრო გააუარესა ბავშვის მდგომარეობა – ახლა ვითხოვ ჯგუფის დამრიგებლისა და ძიძის თანაშემწის – რომელსაც დამრიგებელი ჩემთან საუბარში მომხდარის მთავარ მიზეზად ასახელებს – სამსახურიდან გაშვებას. ჩვენ დაგვემართა ის, რაც დაგვემართა, ფსიქოლოგის ფულიც არ გვაქვს, ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა არ მინდა ასეთი სხვა ოჯახებსაც დაემართოს, რადგან ჩემს თავს მომხდარის შემდეგ-ჩვენს მიმართ ბაღის ადმინისტრაციის დამოკიდებულებას თუ გავაანალიზებთ, დავასკვნით, რომ ისინი საერთოდ არც ღელავენ და პრობლემასაც ვერ ხედავენ ამაში, ეტყობა ასეთი მიდგომა, ბავშვის ასე დაჩაგვრა, ბაღებში ჩვეულებრივი რამაა. არ მინდა კიდევ უამრავ დეტალზე ვისაუბრო როგორ ექცეოდნენ ბავშვს, როცა მას საპირფარეშო უნდოდა და ბევრი კიდევ სხვა დეტალი მოვყვე“ – ამბობს ქალბატონი ნინო.