2023 წლის 7 ივნისს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის პირველი ნაწილი სამუშაო ხასიათს ატარებდა, რომლის მსვლელობის დროს საბჭოს წევრებმა მოისმინის ბახვი 2 ჰესთან დაკავშირებული სიხალეები.
კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ მრჩეველთა საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ბახვი 2 ჰესის გარემოსდაცვითი გადაწვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, ისაუბრა სამშენებლო პერიმეტრზე განხორციელებული წინა-სამშენებლო სამუშაოების მიდინარეობაზე, რაც ძირითადად, მშენებლობის განხორციელების არეალში, გზის გაწმენდით სამუშაოებს მოიაზრებს.
კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების ხელმძღვანელმა, ნანა ბერძენიშვილმა ისაუბრა ტყის განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით. პრეზენტაციის ფარგლებში აქცენტები გაკეთდა გეგმის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. გეგმის მიხედვით, განაშენიანება მოხდება ერთის ორზე პრინციპით, რაც შემარბილებელი ღონისძიებების კუთხით, საერთაშორისო სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკას ითვალისწინებს.
კომპანია ბახვი ჰესის კომუნიკაციების მენეჯერმა, ნიცა ჩოლოყაშვილმა მრჩეველთა საბჭოს ჩართულობის გეგმის მიმდინარეობა შეაფასა, რომლის ფარგლებშიც მრჩეველთა საბჭოს წევრების დახმარებით ხორციელდება კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტები. კერძოდ, დედამიწის დღესთან დაკავშირებით საბჭოს წევრის ლელა მდინარაძის კურატორობით ჩატარდა კონკურსი ჩხაკაურას და მთისპირის თემის სოფლების საჯარო სკოლებში; 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საბჭოს წევრმა და მეწარმემ, დავით თენიეშვილმა ჩაატარა უფროსკლასელთათვის ლექცია თემაზე, როგორ დავიწყოთ სტარტაპი რეგიონში. საბჭოს წევრმა ია ურუშაძემ კი, იმუშავა ტურზე იმ სამოსახლოებში, რომელიც ჩართულნი არიან ბახვი ჰესისა და USAID – ის ერთობლივ პროექტში, რომელიც ჩია გზის ასოციაციის ქოლგის ქვეშ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას უწყობს ხელს გურიაში.
საბჭოს სხდომის ფარგლებში, იმავე დღეს, საბჭოს წევრებმა და კომპანიის მენეჯმენტმა ასოციაცია ჩაის გზის პროგრამის მონაწილე სამოსახლოები დაათვალიერეს და უშუალოდ მონაწილე პირებისგან მოისმინეს, თუ რა გავლენა იქონია მათ ბიზნესზე იმ ტრენინგებმა თუ მარკეტინგულმა საქმიანობამ, რაც პროგრამის ფარგლებში მიიღეს. გურიაში მცირე ბიზნესის დახმარების და სტუმარ-მასპინძლობის კომპონენტის გაძლიერების მიზნით შექმნილი პროგრამა განხორციელდა კომპაბია ბახვი ჰესისა და USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრმის მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით.