რეჟიმი ყველა მეთოდით ცდილობს, რომ გაგვაჩუმოს და გაგვაჩეროს, – ასე აფასებს გუშინდელ ჩხრეკებს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი. ხელოვანის თქმით, “ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხი გამოვიდეს და მათი გადადგომა მოითხოვოს.
ყველა ზღვარს გადასული ადამიანები არიან, უპრინციპო, ბოროტი და ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები არიან. ყველა მეთოდით ცდილობენ, რომ გაგაჩერონ ან გაგაჩუმონ, ან უბრალოდ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს, გამოხვიდე და უთხრა: “წადი!”, – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.