მსახიობი კახა გოგიძე გუშინდელ ჩხრეკებს ეხმიანება და ამბობს, რომ რეჟიმი ყოველდღიურად “ქარს თესავს”. ხელოვანის თქმით, “ოცნება” საბოლოოდ, ქარიშხალს მოიმკის და ეს გარდაუვალია.
ერთ რამე ვერ თვლიან, ეს აღარ არის 37 წელი, ეს აღარ არის გასულ საუკუნე და ეს აღარ არის ის ხალხი, რაც იყო მაშინ. აქ უკვე თავისუფალ ხალხთან აქვთ საქმე, ახალგაზრდებთან აქვთ საქმე. ყოველ დღე თესავენ ქარს და მოსავალი ექნებათ ქარიშხალი, ეს არის გარდაუვალი, – ამბობს კახა გოგიძე.