ხანძარი ვაგზლის ბაზრის ტერიტორიაზე – დაზარალებულები ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან და “ოცნების” წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ.
ხალხი დარწმუნებულია, რომ ხანძარი თავისით არ გაჩენილა და რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს. დაზარალებულები ახლა შველას ითხოვენ.
შემოგვეხმაურა ვინმე მთავრობიდან? არავინ. არც არავის არ აინტერესებს. უნდა დაგვეხმაროს მთავრობა, რომ აღდგეს ეს და მერე ჩვენს თავებს ჩვენვე მივხედავთ”, – ამბობს დაარალებული.
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები. ადგილის მიმდებარე შენობებიდანდა კლინიკებიდან განხოციელდა ხალხის ევაკუაცია.
ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა დარჩენილია მხრჩოლავი კერები, ამიტომ ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ისევ მუშაობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.