‘ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტათა ნაწილი-“ქართული ოცნებიდან” – კონტრაბანდული სიგარეტის ქვეყანაში უკანნონო შემოტანასა და რეალიზაციში არიან ჩართული”
ამის შესახებ, “გურიის მოამბეს” კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
იმავე წყაროს ინფორმაციით, კონდრაბანდა არ აღიარებული და რუსეთის კონტროლქვეშმყოფი აფხაზეთის ტერიტორიიდან ხორციელდება და მისი რეალიზაციის არეალი დასავლეთ საქართველოს მოიცავს-საქომელბრუნვა კი 500 მილიონი ლარის ფარგლებშია.
წყარო ირწმუნება, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ტრერიტორიიდან შემოტანილი კონტრაბანდული სიგარეტი, გურიის ყველა სოფელსა და დასახლებულ პუნქტში იყიდება.
მეორე წყარო, რომელიც შსს სთან არის დაახლოებული გვეუბნება რომ, ამ სქემაში შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებიც არიან ჩართულნი-ერთი მათგანი კი რიგებიდან ამის გამო უკვე დაითხოვეს-თუმცა გომელაურის უწყება ამ ფაქტზე დუმს.
დათხოვის მიზეზი – ბათუმის პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება გახდა- მიუხედავად იმისა, რომ საქმე გაიხსნა, მას სასამართლომდე მიღწევა “არ ეღირსა”- რადგან კონტრაბანდისტებმა მისი ჩაფარცხვა – წყაროს ინფორმაციით-კოლოსალური თანხების გაღების შემდეგ-შეძლეს.
საქმის ჩაფარცხვაში, ჩვენი წყაროები-ოზურგეთის საკრებულოს მაღალჩინოსნების ინტერესებს ასახელებენ.
სახელდება კონკრეტული-გავლენიანი-დეპუტატები “ქართული ოცნებიდან” რომლებთან დაკავშირებასაც ჩვენ ამ დრომდე,უშედეგოდ,ვცდილობთ.
რედაქციას მოგვაწოდეს ასევე ამ ამბის დამადასტურებელი რიგი დოკუმენტები, რომელზედაც მუშაობას ვაგრძელებთ,
მათი მხრიდან კომენტარების გაკეთებამდე, ჩვენ სიგარეტის კონტრაბანდაში დადანაშაულებული პირების იდენტიფიცირებისაგან თავს ვიკავებთ.
ცნობისათვის – სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ გახდა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე.