„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, 7 მაისს ჩატარდება ყრილობა, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ და პოლიტსაბჭოს შემადგენლობას განაახლებენ:
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება.” ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი იყო, რომელმაც 25 აპრილს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.