რა დამოკიდებულება შეიძლება, მქონდეს პატიმრებისადმი? ყველას გამოვუშვებდი – ქეთი დუმბაძე

მწერალთა სახლის დირექტორი, სადაც გუშინ პოეზიის საღამოზე პოეტმა გაგა გოგსაძემ საპროტესტო გზავნილები გააჟღერა, ამბობს, რომ პოზიციის დაფიქსირება ყველას უფლებაა. დუმბაძე  ამბობს, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მომხრეა, თუმცა უჭირს თქმა, არიან თუ არა ისინი “სინდისის პატიმრები”.

”მისი პოეზიის საღამო იყო. ვიცოდი, მისი პოზიციის შესახებ… მისი უფლებაა მისი აზრის გამოხატვა. 

რა დამოკიდებულება შეიძლება, მქონდეს პატიმრების მიმართ? მე გადმოვფენდი თეთრ ბაირაღებს და ყველას გამოვუშვებდი. სხვა სირღმეებში ნუ შევალთ, მე ვარ მწერალთა სახლის დირექტორი, რომელსაც მაინტერესებს ნიჭიერი ადამიანები. მისი უფლება იყო, წაეკითხა ლექსები და ეთქვა ის, რაც თქვა და ამის გამო არც არავინ შეშფოთებულა და არც არავის წინააღმდეგობა გაუწევია”, – ამბობს ქეთი დუმბაძე.  

პოეზიის საღამოზე მიწვეულმა პოეტმა გაგა გოგსაძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, სადაც სინდისის პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადა, რეჟიმის რეპრესიები გააპროტესტა და თქვა, რომ ქვეყნის გათვისუფლების ბედი ახლა რუსთაველზე წყდება.

განცხადებას დარბაზში რეჟიმის მომხრე ქეთი დუმბაძეც უსმენდა. მას არაფერი უთქვამს, თუმცა პოეტის საპოროტესტო გზავნილებს დარბაზში იმ მწერლების ტაში მოჰყვა, რომლებიც ბოიკოტში არ არიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share