სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის პროცესი დაიწყო. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საქმეს.

პროცესს მიხეილ სააკაშვილიც ესწრება, რომელიც სასამართლოს წინაშე სიტყვით წარსდგება. პარალელურად სასამართლოსთან შეკრებილები არიან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები. პროცესზე დასასწრებად მივიდა მიხეილ სააკაშვილის დედა და ძმაც.

პროკურატურა სხდომაზე ამავე საქმეზე ბრალდებული წოწორიებისა და ცომაიას დაკითხვას აპირებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share