კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივაზე უკრაინისგან უფრო ცხად პასუხს ელიან.
პესკოვის თქმით, ეს შეთავაზება გამოცდაა ომის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის “კიევის მზადყოფნის შესაფასებლად”.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით არა ორაზროვან, არამედ მკაფიო განცხადებებს და, რაც მთავარია, კონფლიქტის დეესკალაციისკენ მიმართულ ქმედებებს სახალხო დღესასწაულებზე”, – თქვა პესკოვმა.
ამ თემაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას კრემლმა ბუნდოვანი და ისტორიულად არასწორი უწოდა. ზელენსკიმ პუტინის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა უარყო და მას 30-დღიანი ზავი შესთავაზა.
3-დღიან ზავზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინის წინადადება თეატრალურ დადგმას უფრო ჰგავს, რადგანაც რამდენიმე დღეში რეალური შედეგების მიღება შეუძლებელია.