მსახიობმა ეკა დემეტრაძემ რეგიონებში არსებულ რეალობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მანიფესტის დროს, კარგად გამოჩნდა, როგორ მუშაობს საზოგადოებაში პროპაგანდა დაშინებაზე.
მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ ყველამ იცის სიმართლე, ტყუილის წინააღმდეგ წასვლის ეშინიათ, რადგან “პროპაგანდა მუშაობს იმაზე, რომ ხმას თუ ამოიღებ, დაისჯები.“
”რეგიონებში სიარულის დროს მე გამიჩნდა განცდა, რომ პროპაგანდა რეალურად ვერ მუშაობს, ყველა ოჯახში არის შესული სიმართლე, მათ იციან, რა ხდება, უბრალოდ პროპაგანდა მუშაობს დაშინებაზე და მათ ეშინიათ ტყუილის წინააღმდეგ წასვლა. ის, რომ ანდრო ჭიჭინაძე და ვეფხია კასრაძე არიან დამნაშევები, ამის არავის სჯერა. პროპაგანდა მუშაობს იმაზე, რომ ხმას ამოიღებ, დაისჯები. როგორც კი რომელიმე ინსტიტუციამ აჩვენა, რომ ჩვენ ერთად ვართ და არ გვეშინია, იმ წუთშივე იწყებენ მათ დასჯას,-თქვა მან.
მსახიობი ამბობს, რომ სულ რომ მარტო დარჩეს, აუცილებლად იდგება რუსთაველზე იქამდე, ვიდრე ამას შეძლებს.
”ამ ხალხთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, მაგრამ მოქმედებას აქვს აზრი და მაგალითის მიცემას, ჩემი რუსთაველზე დგომა დღეს, სულ რომ მარტო დავრჩე, სულ რომ სამნი დავრჩეთ, აუცილებლად ვიდგები, ვიდგები იქამდე, სადამდეც შევძლებ და ასეთი ბევრი ადამიანია. სინამდვილეში ბრაზი არსად წასულა, იმატებს და იმატებს, სწორედ ამიტომ “ქართული ოცნება“ ამატებს და ამატებს ტერორს და შიშს, რომ ემნად, სადმე არ გაექცეთ“,- ამბობს დემეტრაძე.