ვერ ჩაგვახშობენ, შეუქცევადი პროცესია დაწყებული და გამარჯვებას მალე მივაღწევთ-გიორგი ლიფონავა

რეჟისორი გიორგი ლიფონავა დარწმუნებულია, რომ შეუქცევადი პროცესი დაწყებულია და გამარჯვებას საზოაგდოება ძალიან მალე მიაღწევს.

როგორც მან განაცხადა, უნდა გამოიძებნოს გზა იმისთვის, რომ ადამიანებს მიაწვდინონ ხმა და გააგებინონ რომ “მათ ვერ ჩაახშობენ“.

”ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა იმისთვის, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ადამიანებს, ჩვენ ვერ ჩაგვახშობენ, იმიტომ რომ შეუქცევადი პროცესია დაწყებული, დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას ძალიან მალე მივაღწევთ, ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, არ უნდა გავჩერდეთ, არ შევეგუოთ და უნდა გავაგრძელოთ პროტესტი, ყველანაირი ხერხებით, რაც შეგვიძლია“,- განაცხადა ლიფონავამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share