ყველაზე იმოქმედებს ეს სანქციები, თუმცა, ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ქვეყანაა ამ ყველაფერში ჩათრეული, – ამის შესახებ ჟურნალისტმა სოფო ხუნწარიამ განაცხადა.
მისი თქმით, “რაც მთელი ამ წლების განმავლობაში შენდებოდა, ძალიან დიდი ტემპით დაკარგა ქვეყანამ და ხალხმა.“
“ამ ყველაფრით ჩვენ ყველა დაზარალებულები ვართ“– თქვა ჟურნალისტმა და დასძინა, რომ “ყველაფერი ნულიდან იქნება ასაშენელებლი, რასაც დრო დასჭირდება“.
”ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ამ სიის შემდეგ, რა შეიძლება დაემართოს თითოეულ ადამიანს, რომელიც პროპაგანდას ემსახურება, ემსახურება “ქართულ ოცნებას“ და მის ნარატივს ატარებს. ყველაზე იმოქმედებს ეს სანქციები, თუმცა, ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ქვეყანაა ამ ყველაფერში ჩათრეული და რაც ვაშენეთ მთელი ამ წლების განმავლობაში, ძალიან დიდი ტემპით დავკარგეთ. ყველაფერი ნულიდან გვაქვს ასაშენელებლი, რასაც დრო სჭირდება და ბუნებრივია, ამ ყველაფრით ჩვენ ყველა დაზარალებულები ვართ,- განაცხადა ხუნწარიამ.
ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, ვისაც შეერთებული შტატები პირველ რიგში დაასანქცირებს.