გულსატკენია, რომ ჩემს ქვეყანას უდგას პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიო მას ასანქცირებს-ნინო ზაუტაშვილი

ჩემთვის ძალიან გულსატკენია, რომ ჩემს ქვეყანას უდგას პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიო მას ასანქცირებს,- ასე აფასებს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ გამოქვეყნებულ სიას, რომელიც მისი თქმით, აშშ-ის მიერ დასანქცირებულთა სიაში პირველ ადგილზე იქნებიან.

ჟურნალისტის თქმით, “საწყენია, რომ დღეს მსოფლიო საქართველოს გაიცნობს იმ ადამიანების სიმრავლით, რომლებსაც შეცვლილი კურსის და გზის გამო ასანქცირებენ“.

“ჩვენ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელსაც თავისი არჩეული კურსისთვის არ უნდა ეღალატა“,- თქვა ზაუტაშვილმა.

”ჩემთვის ძალიან გულსატკენია, რომ ჩემს ქვეყანას უდგას პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიო მას ასანქცირებს. მთელი მსოფლიო გამოხატავს ჩვენი დღევანდელი არსებული პოლიტიკის მიმართ ასეთ მკაცრ სანქციებს, ეს, ალბათ, ნორმალურ საზოგადოებაში დიდი გულისტკივილი და შეშფოთება იქნებოდა, რადგან თავისთავად ცხადია, ჩვენ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელსაც თავისი არჩეული კურსისთვის არ უნდა ეღალატა, უნდა ევლო ამ გზაზე და მიაღწევდა ძალიან დიდ წარმატებებს. იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა, ვისაც ჰგონია, რომ ეს სანქციები ძალიან გაგვიხარდა, არა, ჩვენ ძალიან გვწყინს, როცა ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობაშია და დღეს მსოფლიო გაგვიცნობს იმ ადამიანების სიმრავლით, რომლებსაც დღეს იმ შეცვლილი კურსის და გზის გამო ასანქცირებენ, რომელსაც ქართველი მოსახლეობა ამდენი ხანია ირჩევს და კონსტიტუციურად აკანონებს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი,- განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე  იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, ვისაც შეერთებული შტატები პირველ რიგში დაასანქცირებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share