სიაში არიან ქართული ოცნების მინისტრები, დეპუტატები, მოსამართლეები, ბიზნესმენები, პროპაგანდისტები.
“მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ან მიიღეთ შედეგები” – წერს კონგრესმენი X-ზე.
დოკუმენტში მითითებულია, რომ “ჩამოთვლილი პირები ეხმარებიან ბიძინა ივანიშვილს, საქართველოში ჩრდილოვან მმართველს, ქართული სახელმწიფოს ხელში ჩაგდებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევაში”.
სია ასე გამოიყურება:
აღმასრულებელი და სამართალდამცავი [ორგანოს წარმომადგენლები]:
- ირაკლი კობახიძე – პრემიერ-მინისტრი
- კახა კალაძე – თბილისის მერი, ქართული ოცნების გენერალური მდივანი
- ირაკლი ღარიბაშვილი – ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე
- ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი
- ანრი ოხანაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი
- პაატა სალია – იუსტიციის მინისტრი
- სულხან თამაზაშვილი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
საკანონმდებლო [ორგანოს წარმომადგენლები]:
- შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე
- ნინო წილოსანი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი
- მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
- ვიქტორ ჯაფარიძე – დეპუტატი, პროპაგანდისტული PosTV-ის მფლობელი
- დიმიტრი სამხარაძე – დეპუტატი, ქართული ოცნების რეგიონული მდივანი
- თეა წულუკიანი – პარლამენტის წევრი
სასამართლო [ხელისუფლების წარმომადგენლები]:
- მიხეილ ჩინჩალაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
- ლევან მურუსიძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
- დიმიტრი გვრიტიშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
- გიორგი მიქაუტაძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
- ლევან თევზაძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
- ირაკლი შენგელია – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
- რევაზ ნადარაია – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
- შალვა თადუმაძე – უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე
საკვანძო ინსტიტუციების [წარმომადგენლები]:
- გიორგი გაბიტაშვილი – მთავარი პროკურორი
- კარლო (კოკა) კაციტაძე – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი
- გიორგი კალანდარიშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
- გიორგი ჯავახიშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი
- რაჟდენ კუპრაშვილი – ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი
- ნათია თურნავა – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ბიზნესი:
- უჩა მამაცაშვილი
- ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი
- ალექსანდრე ივანიშვილი
- ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე
- ნოშრევან ნამორაძე
პროპაგანდისტები:
- ირაკლი რუხაძე – მთავარი პროპაგანდისტული არხის, TV Imedi-ს მფლობელი
- ლაშა ნაცვლიშვილი – პროპაგანდისტული არხის PosTV-ის დამფუძნებელი
- ვასილ მაღლაფერიძე – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე
- თინათინ ბერძენიშვილი – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი
- კახი ბექაური – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე