”ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ, გამჭვირვალობის კანონის მხარდამჭერ კონტრაქციაზე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი მივიდა.
ცოტნე ივანიშვილი ამბობს, რომ კანონი რუსული არ არის. ამასთან, ჟურნალისტების ნათქვამზე, რომ კანონპროექტს დასავლეთი აკრიტიკებს, ოლიგარქის შვილი პასუხობს, რომ განხილვაში შესვლა არ უნდა.
“ეს არ არის რუსული კანონი, ეს ქართული კანონია. მე ვარ პატრიოტი – მიყვარს ჩემი სამშობლო. ჩვენ ღირსეული წევრები უნდა გავხდეთ აუცილებლად ევროპული ოჯახის და ეს კანონი არის აბსოლუტურად ქართული. სასაცილოა რომ ეს კანონი რუსულია. ოდითგანვე გამჭვირვალობა იყო ევროპული ღირებულება და აქ ვარ რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო…
ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და განხილვაში შესვლა და დეტალების განხილვის სურვილი არ მაქვს”, – თქვა ცოტნე ივანიშვილმა.
რუსთაველის გამზირზე გამჭვირვალობის კანონის მხარდამჭერი, ”ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული კონტრაქცია არის დაგეგმილი.