დღეს “პუტინის სტილში” აქციაა, ნამდვილი საქართველო – თავისუფალი საქართველოა – ზურაბიშვილი

”გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე “რუსული კანონის” წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს “პუტინის სტილში” აქციაა: საჯარო მოხელეები “ჩამოვიდნენ” თბილისში, რათა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს ტაში დაუკრან. ნამდვილი საქართველო – თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!” –

წერს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე და ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც დედაქალაქის მიმართულებით მიმავალი მანქანების დიდი კოლონა ჩანს.

დღეს, რუსთაველის გამზირზე ”ქართული ოცნების”  მიერ ორგანიზებული, გამჭვირვალობის კანონის მხარდამჭერი კონტრაქციაა დაგეგმილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share