საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ შეუშვეს. ის იქ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა შვილის ნახვის შესაძლებლობა გაურკვეველი მიზეზებით არ მიეცა.
”ველოდები უკვე ძალიან დიდი ხანია, 20 წუთი დამაგვიანდა, 6 საათს იყო გადაცილებული 20 წუთი მაგრამ გაფრთხილებული გვყავდა ხალხი, რომ მე შეიძლება ცოტა დამაგვიანდეს და თანხმობა იყო თითქოს მიღებული ამაზე. მერე უცებ გამომიცხადეს, რომ სამუშაო საათები დასრულდაო და მე ლოგიკას ვერ ვხედავ. მე აქ სამუშაოდ არ დავდივარ, არც ჩემი შვილი არ ზის იქ სამუშაოდ და ვისი სამუშაო საათები დასრულდა. კარგად ვერ ვიგებ იმიტომ ორმ იქ სადაც ჩემი შვილი არის მოთავსებული, ის დერეფანი ყოველთვის სავსეა თანამშრომლებით, ყოველთვის, რა დროსაც არ უნდა მოხვიდე…
ყოფილა ასეთი შემთხვევები [6 საათის მერე ჰოსპიტალში შესვლის], როგორ არა… ვერაფერი ვერ გამიგია, ძალიან გაკვირვებული ვარ, რა ხდება ვერ გავიგე და ვარ უკვე ორ საათზე მეტია, რაღაცა შეიძლება კიდევ შეიცვალოს, კიდევ რაღაცის მოლოდინში ვარ… მე არ მაქვს არავითარი ინფორმაცია… ვიცი ერთადერთი, რომ ძალიან უნდოდა ჩემს შვილს ჩემი ნახვა.” – ამბობს გიული ალასანია.