“ქართულმა ოცნებამ” პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა | მათი უმრავლესობა სასანქციო სიაშია

“ქართულმა ოცნებამ” რიგით მე-9 ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

პოლიტსაბჭოს სულ 15 წევრი ჰყავს, მათ შორის არიან პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

13 წევრს კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს – ესენია: კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გია ვოლსკი, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ქვრივიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, სულხან თამაზაშვილი, ნინო წილოსანი.

პოლიტსაბჭოს წევრების დამტკიცების შემდეგ, პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყრილობა დახურულად გამოაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share