ზელენსკიმ მებრძოლ გიორგი ქუფარაშვილს ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა გადასცა

უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროს, გიორგი ქუფარაშვილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა გადასცა.

“დღეს პატივად მერგო უმაღლესი მთავარსარდლისგან მიმეღო ჩემი ქვედანაყოფის და მისი თითოეული მებრძოლის დამსახურების, ბრძოლის და შრომის აღიარება.

ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა.

მადლობა პირველ რიგში ჩემს პირად შემადგენლობას გაღებული მძიმე ფასისათვის რაც დღეს სახელმწიფომ და უმაღლესმა მთავარსარდლობამ აღიარა და შესაბამისად დააფასა. არაფერია იმაზე დიდი პატივი და სიამაყე სამხედროსთვის და მეთაურისთვის ვიდრე მისი ქვედანაყოფის და პირადი შემადგენლობის შრომის და ბრძოლის დაფასება. ბრძოლა გამარჯვებამდე. დიდება უკრაინას”, – დაწერა ქუფარაშვილმა ფეისბუკზე.

გიორგი ქუფარაშვილი თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკია და უკრაინაში მოხალისედ იბრძვის. ის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა. ქუფარაშვილი მძიმედ დაიჭრა მარიუპოლში ბრძოლის დროს. ის აზოვის პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

netgazeti.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share