Mundo Deportivo: “თორნიკე შენგელია “ბარსელონაში” ითამაშებს”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას კატალონიის “ბარსელონაში” გააგრძელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს. წყაროს თქმით, მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და შენგელია კატალონიურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ხელშეკრულება 2+1 სისტემით გაფორმდა და ქართველი წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ ევროს მიიღებს.

შენგელია ამჟამად “ვირტუს ბოლონიას” ღირსებას იცავს, რომელთანაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

ცნობისთვის, შენგელიას ესპანეთში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, ქართველი 2008-2010 წლებში “ვალენსიას”, ხოლო 2014-2020-ში “ბასკონიას” ღირსებას იცავდა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share