აზერბაიჯანის პრეზიდენტი, 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს აღარ დაესწრება”, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი ავრცელებს.
მისი განმარტებით, ბაქომ გადაწყვეტილება ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილი შიდა ღონისძიებებით ახსნა.
მოვიდა შეტყობინება, რომ, სამწუხაროდ, ალიევი არ ჩამოვა. განმარტეს, რომ ის უნდა დაესწროს შიდა ღონისძიებებს, რომლებიც მიეძღვნება ჰეიდარ ალიევს,“ — განაცხადა უშაკოვმა ჟურნალისტ ალექსანდრ იუნაშევთან საუბარში.
მანამდე, 9 მაისის აღლუმზე დამსწრე ლიდერების სიაში, რომელიც კრემლმა წარადგინა, ილჰამ ალიევი ეწერა, მანაც დაადასტურა თავისი განზრახვა მოსკოვში ჩასვლის შესახებ, რათა მონაწილეობა მიეღო ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. თუმცა როგორც ირკვევა, ის რუსეთის დედაქალაქში აღარ ჩადის.