უცხო ქვეყნების სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალება საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში საქართველოში დაჯარიმებას არ ექვემდებარება, ირკვევა, რომ სისტემა ვერ ახდენს უცხო სანომრე ნიშნის მქონე ტრანსპორტის იდენტიფიცირებას – ამის შესახებ საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა ისაუბრა.
“დღეს ეს ყველაფერი უფრო მწვავე ხდება, რადგან ეს 30 კილომეტრიანი კოლონები როცა გროვდება ჩვენს საზღვართან, შემდგომში ხვდებიან ჩვენს ქვეყანაში და მათ პრაქტიკულად, შეუძლიათ, საგზაო წესები დაარღვიონ ულიმიტოდ და მათზე არ გავრცელდება შესაბამისი სანქციები.
ევროპაში თქვენ ვერ ნახავთ სახელმწიფოს, სადაც საგზაო წესების დამრღვევებს არჩევენ სანომრე ნიშნებით, ან ეთნიკურად. თუ საგზაო მოძრაობის წესები დაირღვა, მასზე სანქცია ერთნაირად უნდა გატარდეს იმის მიუხედავად, რომელ ქვეყანას წარმოადგენს ესა თუ ის სატრანსპორტე საშუალება”, – აცხადებს საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი.