„რა ოცნება აიხდინეთ, რატომ სწირავთ ადამიანებს საციხოდ?“ – ნანკა კალატოზიშვილი

რა ოცნება აიხდინეთ, რატომ სწირავთ ადამიანებს საციხოდ – ასე მიმართავს ნანკა კალატოზიშვილი იმ “მოწმე პოლიციელებს, რომელიც პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესზე მიიყვანა.

სასამართლოში რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

ერთი კითხვა მაქვს, რატომ იტყუებიან… რატომ გადაწყვიტეს, რომ იყვნენ ცრუ მოწმეები. რა ოცნება აიხდინეს ამით – ბავშობის თუ ახალგაზრდობის? არცერთზე რომ არაფერი არ აქვთ, რატომ სწირავენ ასე ადამიანებს საციხოდ?”, – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ გამოსაკითხდად 8 პირი მიიყვანა. გაბიტაშვილსი უწყების მტკიცებით, ამ 8 მოწმიდან 5 დაზარალებული პოლიციელია.

 

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share