ტელეკომპანია „იმედის“ ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტი რუსა შელია პირად ფეისბუკგვერდზე აკრიტიკებს ხელისუფლებას რუსული კანონპროექტის მიღების გამო და 7 მარტის აქციაზე დაშავებულთა ფოტოებსაც აქვეყნებს.
„არამხოლოდ დასავლეთს გვაშორებს ეს კანონი და ისევ უვადო იზოლაციაში გვაბრუნებს, ის შეიძლება გახდეს უმძიმესი სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზიც. იგრძენით ეს პასუხისმგებლობა მათ, ვინც პოლიტიკოსობა მხოლოდ მწვანე ღილაკზე თითის მიჭერა გგონიათ,“ — წერს რუსა შელია.