ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ივანიშვილის გავლენები დიდია – კუბილიუსი

”2 კვირაში ევროპარლამენტი კენჭს უყრის ანგარიშს, ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენები დიდია ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და ინსტიტუტებზე, ესაა პრობლემა, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ.

საქართველოს შეუძლია, მოამზადოს კანონი, მიიღოს, მაგრამ თუ ეს კანონი არ მისცემს საქართველოს საშუალებას, მოაგვაროს ოლიგარქიის პრობლემა, რომელიც თეორიული კი არ არის, არამედ უშუალოდ ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის გავლენებს, პოზიტიურ შედეგებს ვერ მოიტანს.

ევროპარლამენტში უკვე იყო ლაპარაკი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე, ევროპარლამენტართა ნაწილს სურს დამატებითი შესწორების შეტანა ანგარიშში, იგივე ტექსტით, მაგრამ რაც უკვე არის ამ ანგარიშში, ძალიან კრიტიკულია ბიძინა ივანიშვილის გავლენების მიმართ.”

ამბობს ფორმულასთან დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share