ზურგს გვიმაგრებს ცივილიზებული სამყარო და დარწმუნებული ვარ, EU-გან სანქციების თემა კიდევ უფრო დაიძვრება-დეკანოიძე

”ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ცივილიზებული სამყარო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირისგან ეროვნული სანქციების თემა კიდევ უფრო აქტიურად დაიძვრება, – ამის შესახებ  “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს იპყრობს პესიმიზმი, უნდა ახსოვდეს, რომ “ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მეგობრები, ადამიანები, რომლებიც ქართველ ხალხს საკუთარ მისწრაფებებში მხარს უჭერს“.

”რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ საერთაშორისო სანქციები, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი სასიცოცხლოდ აუცილებელი, რადგან, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცდილობს ჩვენი ქვეყანა დააშოროს იმ ცივილიზებულ სამყაროს, რაც ჩვენი არჩევანი იყო, ამ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ არავითარი საშაულება, რომ ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით. 

ჩვენ გვიმაგრებს ზურგს ცივილიზებული სამყარო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირისგან ეროვნული სანქციების თემა კიდევ უფრო დაიძვრება აქტიურად და მეორე, შიდა პროტესტის გაძლიერება, რაც არის სერიოზული. ყველას უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ქართველი ხალხი აქტში ცალკეა გამოყოფილი და ყველა ამბობს, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და  ვინც ამას ხელს უშლის არის მტერი. ეს არის ზურგის გამაგრება,  რათა კიდევ უფრო ახალი შესაძლებლობები ჩვენ თავში აღმოვაჩინოთ. თუ ვინმეს იპყრობს პესიმიზმი, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მეგობრები, ადამიანები, რომლებიც ქართველ ხალხს მხარს უჭერენ საკუთარ მისწრაფებებში, ვინც ამბობს, რომ ახალი არჩევნები არის კრიზისიდან გამოსვლა, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ეს არა მხოლოდ სტიმული უნდა იყოს, ეს უნდა იყოს შესაძლებლობა, რაც უნდა გამოვიყენოთ, რეჟიმის დასასუსტებლად“, -განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share