არ შეიძლება ქვეყანას მართავდეს სანქცირებული რეჟიმი და მას ჰქონდეს წარმატების შანსი-სალომე სამადაშვილი

ამერიკული სანქციები პოტენციურად დამაზიანებელი ქვეყნისთვის, რადგან არ შეიძლება ქვეყანას მართავდეს სანქცირებული რეჟიმი და ამ ქვეყანას ჰქონდეს რაიმე შანსი წარმატების, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, „თუ არ მოხდება ხელისუფლების ცვლილება, სრული სისტემა იქნება ფინანსური სანქციების ქვეშ და ეს გამოიწვევს გეომეტრიული პროგრესიით სიღატაკის გაზრდას ქვეყანაში და ეკონომიკურ ვარდნას.“

”საქართველოსთვის იქნება კატასტროფა, ჩვენ თუ მივალთ იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი დე ფაქტო, არალეგიტიმური მმართველი რეჟიმი იქნება სანქციების ქვეშ და რატომ? ჩვენ ვართ დღეს იმ სისტემაში,სადაც კორუმპირებული სისტემა მართავს არა მხოლოდ პოლიტიკურს, არამედ ეკონომიკურ ძალაუფლებასაც. როდესაც შენ გყავს სანქცირებული ხელისუფლება აშშ-ის მიერ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არცერთი კაპიკი აღარ შემოდის, დასავლური ინვესტიციებიდან და საერთოდ, ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთება გახდება სახიფათო, რადგან სანქცირებულ პირთან ურთიერთობაში შესვლა ნიშნავს იმას, რომ შენც პოტენციურად შესაძლოა, მეორადი სანქციების სამიზნე გახდე.

ჩვენ რომ ვერ შევცვალოთ მანამდე ხელისუფლება, სრული სისტემა იქნება ფინანსური სანქციების ქვეშ, ეს ნიშნავს, იცით როგორი გეომეტრიული პროგრესიით სიღატაკის გაზრდას ქვეყანაში და ეკონომიკურ ვარდნას? რომელიც ვერ წარმოგვიდგენია. ამიტომ ეს სანქციები, რომელზეც ისე საუბრობენ, როგორც ჯილდოზე, არის პოტენციურად დამაზიანებელი ქვეყნისთვის, რადგან არ შეიძლება ქვეყანას მართავდეს სანქცირებული რეჟიმი და ამ ქვეყანას ჰქონდეს რაიმე შანსი წარმატების“,- განაცხადა სამადაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share