ჩვენს ქვეყანას უპირველესი საფრთხე ამ ხელისუფლების სახით ჰყავს და არა შემოდინებული ტურისტების სახით_ ამის შესახებ პოლიტიკოსმა ირინა სარიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცზადა.
“ჩვენს ქვეყანას უპირველესი საფრთხე ამ ხელისუფლების სახით ჰყავს და არა შემოდინებული ტურისტების სახით, რომელი ეროვნების არ უნდა იყოს. პირველადი საფრთხე გახლავთ ეს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მფარველობით და ხელმძღვანელობით.
რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსი ტურისტები თითქოს გამოწვევაზე არიან, იმიტომ რომ თავიდან, მოკრძალებული ინგლისურით საუბარი, ახლა, როცა ბევრი მოგროვდნენ, შეიცვალა თავხედობით, აშკარად “გაბლატავდნენ”, როგორც იყო მოსალოდნელი. განსაკუთრებით შეიმჩნევა გასართობ ადგილებში, ქუჩებში, მაღაზიებში, რიგებში და ა.შ… ამას ჩვენი ხელისუფლება როგორც ხვდება ვხედავთ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელისუფლების იმედი არ უნდა გვქონდეს. არ იქნება სასურველი, რომ შეხლა-შემოხლის სახე მიიღოს ამან, იმიტომ რომ ესეც შეიძლება შემდეგ პროვოკაციად შეფასდეს. ამიტომ, მქონდა ინიციატივა, უკრაინის სიმბოლიკის გულსაბნევი გავიკეთოთ ყველამ, ვიაროთ ქუჩაში მშვიდად ამ ნიშნით, მერწმუნეთ, სადაც ამ ნიშნით ვჩნდებით, იქ აბსოლუტურად სხვანაირად იქცევა ეს ხალხი და დისკომფორტს გრძნობს” _ განაცხადა ირინა სარიშვილმა.