“ოცნების” შურისძიება – დაკავებული ილია ლეჟავა “მოდულში” გადაიყვანეს

წუხელ, შსს-ს მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, ოზურგეთის მერიის სამხედრო განყოფილების ყოფილი უფროსი, ილია ლეჟავა დააკავეს.

მისი დაკავება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

ილია ლეჟავა “მოდულის” შენობაშია გადაყვანილი.

ამ დროისათვის უცნობია თუ რას ედავება მას გამოძიება.

თუმცა ადგილზე ამტკიცებენ, რომ ეს ადგილობრივი “ქართული ოცნების” შურისძიებაა.

ილია ლეჟავამ, მიუხედავად ავთანდილ თალაკვაძის არაერთი მოთხოვნისა, განცხადება თანამდებობიდან წასვლაზე არ დაწერა.

ის ოზურგეთის მერს სასამართლოში უჩიოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share