აშშ ვერ იტყვის ივანიშვილზე ან სხვაზე – არის თუ არა ოლიგარქი, ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა “ფორმულასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა კითხვაზე – არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი.
“შეერთებული შტატები ვერ იტყვის მასზე ან ნებისმიერ სხვაზე არის თუ არა ოლიგარქი, ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს. მიდგომა, რომელიც მიყვება ძირეულ მიზეზს, რაც არის სატანადო გავლენა – ფული ან პირადი გავლენა, რაც მოქმედებს პოლიტიკურ სასამართლო და ოფიციალურ პროცესებზე. არის ის ძირეული რამ, რომელსაც ეს კანონი უნდა ცდილობდეს. რთულია, მაგრამ ვფირობ, რომ ეს უმნიშვნელოვანესია. არის სხვა ქვეყნები, რომლებიც ებრძვიან იმავე გამოწვევას, მაგრამ თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოძებნოს საკუთარი ფორმულა ამ სიტუაციის გადასაჭრელად. იმედი მაქვს, რომ ეს სამუშაო ჯგუფები ამ მხრივ პროდუქტიული იქნება,” – განაცხადა კელი დეგნანმა.