მექსიკაში მერობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის დროს, პირდაპირ ეთერში მოკლეს

მექსიკის შტატ ვერაკრუსში, კვირას ღამით, მერობის კანდიდატს, “მორენას” წევრს, იესენია ლარა გუტიერესს პირდაპირ ეთერში ესროლეს, რის შედეგადაც ის და კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNN-ი ავრცელებს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც იესენია ლარა გუტიერესი ტექსტეპეკის ქუჩებში გადაადგილდებოდა. Facebook-ის პირდაპირ ეთერში 20 გასროლის ხმა ისმოდა.

შტატის გენერალური პროკურორის ოფისმა დაადასტურა, რომ მერობის კანდიდატი ოთხ დაღუპულ ადამიანს შორის იყო. მათივე ცნობით, კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა, ორშაბათს, დილის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოტივის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვს. მისივე თქმით, მთავრობა ვერაკრუსის შტატის წარმომადგენლებთან კოორდინაციაშია და საჭიროების შემთხვევაში ფედერალურ მხარდაჭერას სთავაზობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share