“საქართველოვ, აშშ-სა და საქართველოს შორის დიდებული ურთიერთობები გაიმარჯვებს. ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტში გადაწყობა მიმდინარეობს და ბაიდენის მიერ დანიშნულები და თანამშრომლები ჯერ არ არიან ჩანაცვლებული და კადრების აყვანაზე გაყინვაა ივლისამდე. რეორგანიზაციას შესაძლოა, ოქტომბრამდე დასჭირდეს. ამ დროისთვის საქართველოს შესახებ მოსაზრება ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. მე უზრუნველვყოფ, რომ [კობახიძის] წერილმა შესაფერის ინდივიდებამდე მიაღწიოს [ტრამპის] ადმინისტრაციაში”
– წერს კიმბერლი ლოუ Facebook-ზე
ცნობისთვის, 4 დეკემბერს ქართულმა სამთავრობო მედიებმა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ტრამპის ადმინისტრაციის როლზე მორიგი პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც ისინი “კიმბერლი ლოუს” პერსონას იყენებდნენ
ისინი ამტკიცებდნენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში კიმბერლის “ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილავენ”, თუმცა ეს ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა