მამია IV გურიელის შვილის დავითის წერილი გენერალ ტეკელს

მამია IV გურიელის შვილის დავითის წერილი გენერალ ტეკელს
.
„აწგანსვენებული მამა ჩემს მამია გურიელს ნათესაობა ჰქონდა იმერეთის მეფე სოლომონთან და მეფობდა შავ ზღვაზე 76 წელს; ამჟამინდელი იმერეთის მეფე დავითიც ჩემი ბიძათაშვილია. მამაჩემს ჩემს გარდა ვაჟიშვილი არ ყავდა, ისევე როგორც მეფე სოლომონს არ ყავდა სხვა ვაჟი გარდა ალექსანდრესი. მან ვერაგობით გამოითხოვა ჩემი თავი მამაჩემისგან იმის მომიზეზებით, რომ მის შვილთან ერთად მიმეღო აღზრდა/განათლება, რის შემდეგაც მან ისარგებლა მამაჩემის ასაკოვნებით და თვალები დამთხარა. ეს იმიტომ გააკეთა, რომ მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ხელში ჩაეგდო ჩვენი სამფლობელო, მაშინ დაბადებიდან 14 წლისა ვიყავი. ასეთი ტირანობის ჩადენის შემდეგ, დამაბრუნა მამაჩემთან, რომელმაც დაბრმავებული როცა მნახა დარდისაგან 8 თვეში გარდაიცვალა.
.
მოხდა ისე, რომ ჩვენი სამფლობელოს უწმინდესებმა: ნიკოლოზმა, იოანემ, მაქსიმემ და ასევე კეთილშობილმა თავადებმა: მამუკა თავდგირიძემ; დავით ერისთავიმა; გიორგი ქრისტეფოროვმა (?), ბეჟან ნაკაშიძემ, ბორის მაჭუტაძემ, რომან შალიკაშვილიმა, შევარდენ ჟორდანიამ, სიმონ ჭყონიამ, ონოფრე თავართქილაძემ, კახუტა (ან ხახუტა) ყენიამ, ჩითან გუგუნავამ, ბეჟან ბოლქვაძემ, გაბრიელ თაყაიშვილმა, გიორგი მაქსიმენიშვილმა, გიორგი ბერიძემ (Мамука Тавдекрндзе, Давидъ Еристовъ, Георгiй ХрiстаФоровъ, Бежанъ Никашидзе, Борисъ Мечуртацов, Романъ Шаликовъ, Шаварденъ Жордановъ, Симонъ Цконивъ, Онофрiй Таватхилацовъ, Кахута Теиновъ, Четанъ Гугунаковъ, Бежанъ Боливацовъ, Гаврилъ Таковь, Георгiй Максимеловъ, Георгiй Берицовъ), ერთი სიტყვით არცერთმა თავადმა, აზნაურმა და უბრალო ხალხმაც კი არ აღიარეს სოლომონი თავის მეფედ და აირჩიეს ჩემი ბიძა გიორგი გურიელი.
.
მე ჩემი უიღბლობისა და უბედურების გამო დავტოვე ჩემი მიწა და მთელი ჩემი ქონება და ჩამოვედი ცარ-გრადში (კონსტანტინოპოლი) და ყოვლადუწმინდესი ბერძენი პატრიარქის ბრძანებით 12 წელი ვიცხოვრე ანატოლიასა და იერულიმში. შემდგომმა პატრიარქმა მირჩია მიმემართა მფარველობისათვის რუსეთის ყოვლადმოწყალე დედოფლისათვის და მეცნობებინა მისთვის ჩემი უბეურების შესახებ, რათა მოწყალება მიმეღო. ამისათვის მე გავეშურე ს. პეტერბურგისკენ და მქონდა ბედნიერება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა მენახა ბახჩიხარაიში, სადაც მისმა უკეთეიშობილესობამ თავადმა გრიგოლ ალექსანდროვიჩ პოტიომკინმა მოწყალების ნიშნად ინება ეკითხა ჩემთვის სად მსურდა მქონოდა საცხოვრებელი? მე არ მსურდა სხვა რუსულ ქალაქებში ცხოვრება რადგანაც არ ვიცოდი რუსული ენა, ამიტომ მინდოდა მხოლოდ ყიზლარში ქართველებთან ერთად. ასეთ შემთვევაში ყოვლადმოწყალე დედოფალმა გასცა ჩემზე 600 მანეთი და მებრძანა დავლოდებოდი მისი უდიდებულესობის წყალობას და სწორედ იქედან ჩამოვედი ყიზლარში.
.
გზაში და აქ ჩამოსვლის შემდეგ ეს თანხა სრულად დავხარჯე, დავრჩი არაფრის მქონედ და უქონლად იმისი რაც აუცილებელია არსებობისთვის, რაგანაც უკანასკნელი ტანსაცმელიც კი გავყიდე. თვალის ჩინი მაინც მქონოდა, არ შემიძლია არც მუშაობა, არც ვაჭრობა. რაგანაც ბრმა ვარ არ შემიძლია ვარჩინო არც ჩემი თავი და არც ჩემი მოსამსახურეები, თქვენო მაღალკეთილშობილებაც ამის გამო უმორჩილესად გთხოვთ მომცეთ პაშპორტი და გამიშვათ რუსეთში მის ბრწყინვალებასთან; თუ არ არის საშუალება უმალვე გამიშვათ და არ იქნება მისი ბრწყინვალების ნება, გთხოვთ აქაურ კომენდანტს უბრძანოთ ისევე როგოც სხვებს მეც მომცესვექსილით ფულის სესხად.
.
ეს თხოვნა გამოგზავნილი იქნა რაპორტით ყიზლარის კომენდანტის მიერ 1788 წლის 19 იანვარს.“
.
– Кавказ 1849 №26 – Генералъ Аншефу и кавалеру Петру Абрамовичу Текелли, отъ Князя Давида Гурiеля. 1788 года
შეიძლება ილუსტრაციაა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share