გურული თავადის სახლი მდინარე სუფსის ნაპირზე

გურული თავადის სახლი მდინარე სუფსის ნაპირზე
.
ეს გახლავთ გრავიურა 1858 წელს გამოცემული სანკტპეტერბურის უნივერსიტეტის პროფესორისა და რექტორის ანდრეი ბეკეტოვის წიგნიდან – „БОТАНИЧЕСКІЕ ОЧЕРКИ“. გარავიურა არის წიგნის მთავარ ანუ სატიტულო გვერდზე, რა დროსაც ბეკეტოვს ზუსტად აქვს განმარტებული რა ჩანს გრავიურაზე.
.
„სატიტულო სურათზე გამოსახულია გურიაში, მდინარე სუფსის ნაპირები: მარცხნივ, წინა პლანზე, მარცვლეული და თეთრი ლუპინი; მარჯვნივ სუროა, ნაკადულის მეორე მხარეს კი სიმინდის პლანტაციაა.
.
მეორე ფონზე გურული ფიცრის სახლია, ასევე გურულის ფაფანაკიანი ფიგურა ხელში გრძელი შაშხანით; მაღალ თუთის ხეებზე შემოხვეულია ვაზი. წყალმარჩხი მდინარის ნაპირთან დაბალ წყალში ჩანს დიდი ქვები.
.
შორს ჩანს გურული თავადის ტიპიური სახლი, რომელსაც ზემოთ გარს არტყამს ხის ფართე გალერეა, ხოლო ქვემოთ ქვითაა ნაგები. იქვე არის ტყიანი მთები და ძველი კოშკის ნანგრევები.“

მოამზდა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share