თავი და თვალი დასავლეთურის წინსვლისა და წარმატებისათვის

თავი და თვალი დასავლეთურის წინსვლისა და წარმატებისათვის
.
ზაქარია ჭიჭინაძის მიხედვით ევროპული გაზეთები საქართველოში სტამბოლის გზით შემოჰქონდათ. აქვე უთითებს, რომ ევროპული ექსპედიციები გურიაში მე-18 საუკუნის ბოლოს რამდენჯერმე იყო, მათ შორის 1789 წელს ინგლისელთა სამხედრო ექსპედიცია დავით გურიელს სტუმრობდა. თავადი დავით გურიელი ვახტანგ III გურიელის (გურიის მთავარი 1792-1797) ძმა გახლდათ და იმ პერიოდისათვის დავითს აშკარად ანტირუსული განწყობა ჰქონდა. სამწუხაროდ გურიაში ევროპული ექსპედიციების შესახებ სხვა ინფორმაცია ვერ მოვიპოვე.
.
„ევროპიული გახეთები საქართველოში სტამბოლის გზით შემოჰქონდათ, ბათუმიდან, იმავე; გზით მოგზაურობდენ ეეროპიელთ მსწავლულნი და მოგზაურნი. სტამბოლიდან ყეელა მგზავრს და გაზეთს ბათუმში ელოდა მოსვლა. თვით საბა ორბელიანიც თავის კაპუჩინებით ეეროპიდან პარველად ბათუმში მოვიდნენ, მერე საქართველოში შემოვიდნენ. 1780 წ. აქედამვე შამოვიდა ინგლისელთ ექსპედიცია გურიაში, 1784 წ. საფრანგეთის და 1789 წ. ავსტრიელ პრუსიელთა: საუბედუროდ, ეს მოგზაურნი გურიას აქეთ ეეღარ გადმოდიოდენ. ამის მიზეზებს ოსმალთ ვაწერთ. 1789 წ. ინგლისელთ სამხედრო ექსპედიცია დავით გურიელმაც ისტუმრა… ამას ოდესმე დავუბრუნდებით. ეს აღვნიშნეთ მარტოდ იმის ფაქტად, რომ ძველად ქართველთაც ჰქონდათ ევროპის გზა და კვალი, თავი და თვალი დასავლეთურის წინსვლისა და წარმატებისათვის.“
.
ზაქარია ჭიჭინაძე – ქართული გაზეთის ასი წლის ისტორია (1916 წელი)
ილუსტრაცია გურული თავადი – Im Kaukasus; Albrecht (Prince of Prussia) 1862
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share