გურული ლეგენდა ამირანზე

გურული ლეგენდა ამირანზე (რატომ აქვს ღაჟოს ულვაში)
.
მზე შემობრუნდა და დადგა, წავიდა, ჩაქრა. მთვარე ამოვიდა, მაგრამ არ ჩანდა. არ ჩანდა და ჩანდა კიდეც. ამ დროში – იყო და არა იყო რა, იყო ერთი მონადირე კაცი, რომელიც ცხოვრობდა დიდ უღრან ტყეში. ამ კაცს ყავდა ძაღლი ყავდა ძაღლი, რომელსაც „ტაპიეს“ ეძახდა, ძაღლი თეთრი იყო და მისი განსაკუთრებული ნიშანი ის გახლდათ, რომ ცეცხლივით ლევარე ყურები ჰქონდა.
ერთხელ ეს კაცი სანადიროდ წავიდა, მრავალი მთა და ხეობა გადაიარა, მოკლა მრავალი ცხოველი და გვიან დაბრუნდა სახლში. ამის შემდეგ იგი დიდხანს სანადიროდ აღარ წასულა, რადგანაც საკვები მრავლად ჰქონდა და რატომ უნდა ეხეტიალა ტყეში.
დიდი ხნის გასვლის შემდეგ ის ისევ წავიდა ტყეში სანადიროდ, ძალიან ბევრი იარა და ძალიან დაიღალა. კაცი მთელი დღე თვალებს აცეცებდა და ქვაბისოდენა ჰქონდა გამხდარი, სიარულსა და ნადირის ძებნაში შემოაღამდა. კაცი მდელოზე წამოწვა, ძაღლიც გვერდით მიუჯდა და თათები თავზე დააწყო. უკუნი სიბნელე ჩამოწვა.
უცებ წყლიდან რაღაც ცეცხლისმაგვარი ამოვიდა და იქვე ხის კუნძზე დაჯდა. კაცს გაუხარდა ცეცხლი დანახვა და მივიდა ხელებს გავითბობო, მაგრამ წავა წინ მონადირე ცეცხლი კი მისგან გარბის და კვალად პატარა ცეცხლის ენებს ტოვებს. მივიდა ბოლოსდაბოლოს ახლოს და ნახა, რომ ეს ცეცხლი კი არა ქალის თმები იყო, როგორც კი ხელი შეახო იგი უმალვე ჩაქრა. მიდის ეს კაცი ხან ცეცხლს მიყვება ხანაც თმებს, თან ძაღლიც მიყვება, ასე მივიდა ძაღლთან ერთად კლდესთან, რომლის თავზე უზარმაზარი კოცონი ენთო. მაგრამ კოცონი ისეთია, რომ არც წვავს და გარშემო არაფერს არ ეკიდება.
ცოტა ხნის გასვლის შემდეგ ცეცხლი წყნარად ქვემოთ ჩამოეშვა და ხედავს ეს კაცი, რომ ეს ცეხლის სხვა არაფერია თუ არა ქალის თმები. ქალი კი კლდის თავზე ზის, მთავრესავით უღიმის და ეძახის მას:
– როგორც იქნა გიპოვე ამირან, კაცი რომელიც დღეებით კი არა საათობით იზრდები. ამოდი ჩამოჯექი კლდეზე, დაღლილი ვარ და ცოტას დავიძნებ. მიდარაჯე და იფხიზლე ჩემს გვერდით. მე დალილა ვარ სუსტი ქალი, დავიღალე ტყეში სირბილით, მე ნადირთა ქალი ვარ ამირან. გეძებდი და გიპოვე როგორც იქნა, მოდი მომეხვიე ამირან.
გაიკვირვა ამირანმა რას მეუბნება ეს ქალიო და დაუწახა მას:
– მე ამოვალ, მაგრამ მაქ რა გავაკეთო? თან ძაღლი მახლავს ტოპიე, გიყურებ და კიდევ მაქვს სურვილი დიდხანს გიცქირო, სახე გაშლილ ვარდს მიგიგავს. ქალო მითხარი, როგორ ახვედი მაგ კლდეზე ან მაქ რა გინდა? თუ შენ ნადირთა ქალი ხარ, რატომ გეშნია მათი და რატომ თხოვ ამირანს დახმარებას?
ყველაფერ ამაში იყო რაღაც რაც არ მოეწონა ამირანს, მაგრამ ქალი კი ძალიან მოეწონა. მაღლიდან ისევ დაუძახა ქალმა:
– ამოდი გვერდიდან და კიბეს ჩამოვუშვებ, მალე გაგიშვებ ნუ გეშინია, ძაღლი კი კლდის ძირში დატოვე. მე ქალი ვარ დალილა დღითა და ღამით ტყეში დავდივარ და ბოლოსდაბოლოს მე ნადირთა ქალმა გიპოვე შენ ამირან.
წავიდა ზემოთ ამირანი ძაღლი ტოპიე კი ტირის და ეუბნება:
– არ წახვიდე გატყუებს კლდის ქიმზე მიგაბამს, სულს არ მოგათქმევინებს, დაგახრჩობს, თმებით მიგაბამს კლდის ქიმზე. დაიწყებ ტირილს, ყვირილსა და ძახილს ეს რა დამემართაო?
არ დაიჯერა კაცმა და წავიდა ზემოთ, მიდის და კიბე მის წინ ისევ და ისევ ქრება, როგორც იქნა ავიდა კლდის თავზე, ქალი კი სადღაც გაქრა და ამირანი მარტო დარჩა კლდის თავზე. მაშინ კი მიხვდა რაც დაემართა მაგრამ უკვე გვიან იყო! ქვემოთ დარჩენილი ძაღლი ყველა ღონეს ხმარობდა დახმარებოდა პატრონს (რომელიც უკვე კლდის ქიმზე იყო ქალის თმებით მიბმული):
ელვა დაჰკრავს და მეხი გავარდება ტოპიე ყეფს, წამოვა კოკისპირული წვიმა ტოპიე ტირის, მაგრამ კლდე უძრავად დგას და ვერაფრით თავის პატრონს ვერ ეხმარება. ბოლოს დაუძახა ტოპიამ:
– რას გაჩერებულხარ ამირან ფეხები ხომ არ წაგერთვა, უსაქმურობა გღუპავს თუ კბილებს აკრაჭუნებ შიმშილისაგან.
ამირანმა ჩამოსძახა:
– მე რა აღარ ვცადე! ხომ ხედავ როგორი მახეა ესკლდე, მიშველე ძაღლო ტოპიავ! გმინავს ამირანი.
რაღა უნდა ეღონა ძაღლს? საღამოს ავიდა მახლობელი კლდის თავზე, ძალიან მშიერი იყო, უცებ სადაიდანღაც გამოფრინდა ჩიტი ღაჟო, მშიერმა ტოპიემ შეხტა და კბილებით დაიჭირა, მაგრამ ჩიტმა უთხრა:
– ძაღლო ტოპიავ არ შემჭამო, მე არაფერი დამიშავებია. გამიშვი და მე გავათავისუფლებ შენს პატრონს, აი ჩემს ბუმბულს მოგცემ ამის თავდებად.
დათანხმდა ტაპიე და გაუშვა ჩიტი. ღაჟო მიფრინდა კლდესთან და დაიწყო ნისკარტით თმების გაწყვეტა. გაწყვიტა თუ რა აუკანასკნელი თმა, აიშვა ამირანმა და კლდეც ჩამოიქცა.
ამ დროს სადანღაც გამოჩნდა ქალი, შეშინებულ ღაჟოს კი ნისკარტში თმა დარჩენოდა. ქალმა დაწყევლა ღაჟო ამირანის განთავისუფლებისათვის:
– როგორც უვარგისმა ჩიტმა დღეიდან გაჭირვებით იშოვე საკვები, დაე მიმინოების მისატყუებლად გამოგიყენოს იმან ვინც შენ გაანთავისუფლე და ჩემგან გააფრინე.
იმ დღიდან დარჩა ღაჟოს ულვაში და მხოლოდ იმისთვის გამოდგება, რომ მიმინოს დასაჭერად გამოიყენონ. როცა ღაჟოს დაჭერა უნდათ კლდებზე უწყობენ ხაფანგს. თუ ღაჟოს დაჭერა ვერ მოახერხეს მაშინ იტყვიან – დღეს საქორიას მთაზე დალილამ გაიარა და ფიქრობდა ხელმეორედ როგორ დაიჭიროს ამირანი.
ლეგენდა ჩაწერილია 1971 წელს სოფელ საყვავისტყეში (ჩოხატაური, ს. დაბლაციხე) მ. მჟავიას მიერ, მთხრობელები – ანთიმოზ და ილია კოროშინაძეები.
თარგმნილია რუსული ენიდან (Е.Б.Вирсаладзе – Грузинский охотничий миф и поэзия)
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share