„1845 წელს გურიის მაზრაში რეგისტრირებული იყო 499 მეიარაღე, მათ შორის იყვნენ მჭედლები და ოქროსმჭედლები, 1859 წლისათვის მარტო ქალაქ ოზურგეთში რეგისტრირებული იყო 49 მუდმივად იქ მცხოვრები მჭედელი, სხვა მონაცემებით იმავე პერიოდში ოზურგეთი იყო 200 ოსტატი, რომელთა უმრავლესობა გახლდათ როგორც მჭედელი ისე დურგალიც, რომელთა მიერ დამზადებული პროდუქცია იყო იარაღი და მეტალის ნაწარმი. უნდა აღინშნოს, რომ აღრიცხვას ექვემდებარებოდა ქალაქსა და დაბებში მცხოვრები ოსტატები და არ იყო აღრიცხული სოფელის მეიარაღები, ასე რომ მჭედლებისა და იარაღის მწარმოებელთა ზუსტი მონაცემების დადგენა შეუძლებელია“ (С. В. Талантов; Л. Б. Двалишвили – О производстве оружия в Аджаро-Гурийском регионе)
.
„ოზურგეთში ძალიან მაღალ ხარისხობრივ საფეხურზე იდგა ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება, იქ შეიძლება შეგხვდეს ძალიან საიმედო პობედი-მარტინის და ბერდანის სისტემის შაშხანები რუსეთ თურქეთის ომის (1877-78 წლები) შემდეგ ოზურგეთის მაზრაში ძალიან შემცირდა ცეცხლსასროლი იარაღის დამზადება, რადგანაც მაზრა უკვე აღარ ესაღვრებოდა თურქეთს“ (А. С. Пиралов – Краткий очерк кустарных промыслов Кавказа 1900 г.). იგივეს წერს ა. ი. ხატისოვი (1894 წელი), რომლის მიხედვით ოზურგეთში მზადდებოდა ადგილობრივი ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე უთითებს, რომ გარდა ადგილობრივი სისტემის იარაღებისა ადგილობრივი მეიარაღეები ამზადებდნენ ზემოხსენებული უცხოური სისტემის მქონე ცეცხლსასროლ იარაღს.
.
1854 წელს თურქებმა ოზურგეთი დროებით დაიკავეს და იმავდროულად ოზურეგეთში შემოზიდეს ძალიან დიდი ოდენობით ინგლისური საქონელი და ძალიან იაფად მიყიდვასაც აპირებდნენ გურულებისათვის მათი გულის მოსაგებად. მათ შორის იყო ინგლისური დამბაჩები და თოფებიც. ოზურგეთში დასაწყობებული ინგლისური საქონლის დარიგება თურქებმა ვერ შესძლეს, რადაგანაც მალევე იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. ამ საქონლის მათ შორის იარაღის ნაწილი რუსებმა ოზურგეთში გამართულ აუქციონებზე გაყიდეს, ზოგადად ოზურგეთში იარაღის აუციონები როგორც ჩანს ძალიან ხშირი მოვლენა იყო.
.
გურული მეიარაღეების შესახებ ცნობებს იძლევა აღმოსავლური იარაღის ექსპერტი ემმა ასტვაცატურიანი თავის ნაშრომი – „ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიაში იარაღისა და ვერცხლის საქმის ოსტატების ოსტატების ჩამონათვალი და დამღების ნიშნები“ (Эмма Аствацатурян – “Указатель клейм мастеров оружейного и серебряного дела Северного Кавказа и Закавказья”), სადაც არის გურული მეიარაღეების ჩამონათვალი:
– კვაჭაძე ამბაკო – ოზურგეთი 1836-1887 წელი;
– ჩხარტიშვილი ლევან – ოზურგეთი 1886-1887 წელი;
– სალუქვაძე ამბაკო – ოზურგეთი 1886-1887 წელი;
– სალუქვაძე გიგო – ოზურგეთი 1886-1887 წელი;
– მინავა ბურდღუ – ლანჩხუთი 1886-1889 წელი;
– კვაჭაძე მიხეილ – ლანჩხუთი 1889 წელი;
.
იარაღის აუქციონი ოზურგეთში (Auktion after Waffen in Oſurgeti) – გერმანული ილუსტრირებული გაზეთიდან – Über Land und Meer: deutsche illustrierte Zeitung #49 – 1877; Stuttgart;
.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა