აჭის წყლის ხეობის „ქვათარძალა“ და ჭახათის მთა

აჭის წყლის ხეობის „ქვათარძალა“ და ჭახათის მთა
.
მენჰირის ქართული დასახლება გახლავთ „ძუძუ- ქვა“ – „ჯავახეთის ს. მურჯახეთსა და განძას მახლობლად აღმართულ ქვებს ადგილობრივი ქართველები „ძუძუ-ქვას“ უწოდებენ“ (მელიქსეთ-ბეგი). საქართველოში „ძუძუ-ქვას“ გარდა დაფიქსირებულია „ქვა-კაცი“, „ქალ-ქვა“, „ქვათა რძალი“, მელიქსეთ ბეგი უთითებს იოსებ მეგრელიძის მიერ მიწოდებულ მდინარე აჭის წყლის ხეობასთან დაკავშირებით შემდეგ ინფორმაციას – „ქვათარძალა“ ეწოდება დიდ ქვას „ქალის ფორმისას“ გაცხოველება-გაცოცხლების მნიშვნელობის მქონეს, რომელიც მოიპოვება აჭის წყლის ხეობაში ლეხაურის მახლობლად. აქვე აჭის წყალზე, ძევს ე.წ. „დევის-ქვა“, რომლის მახლობლად გორაკზე არის ადგილს „დევის ნამუხლარს“ ეძახიან.“
.
“ქვათარძალა” ანუ ქალის ფორმის ქვა ამინდის ღვთაებასთან უნდა იყოს დაკავშირებული, მის მდებრეობად მეგრელიძე აჭის წყლის ხეობას ასახელებს, ამავე ხეობასთან ახლოს არის ამინდის ღვთაების ელია ღრუბელთა წინამძღვართა დაკავშირებული ჭახათის მთაზე არსებული „ელიას ციხე“, დასახელება „ჭახათი“ სიტყვების „ჭახა“-ს „მთა“-ს შერწყმით უნდა იყოს წარმოშობილი. ალექსანდრე ღლონტის მიხედვით გურულ დიალექტზე „ჭახუნი“ არის – „1. თოფის სროლის ხმა, ხმაური, გრგვინვა; 2. ქუხილის ხმა, ჭექა; ი ჭ ე ხ ა იჭექა, დაიგრგვინა; 3. რტყმევა, ცემა“. შესაბამისად ჭახათი ნიშნავს „ჭექა ქუხილის“ მთას ან/და „მეხის დაცემის“ მთას. ჭახათის მთის წვერზე არსებული ელიას ციხე ცნობილია როგორც ხშირი მეხდაცემის ადგილი.
– ლეონ მელიქსეთ-ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში 1938 წელი
– ალექსანდრე ღლონტი ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა 1974 წ
– მურჯახეთის “ძუძუ-ქვა” (მენჰირი)
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share